მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

12 წელია, ბიზნესმა დაისვენა. არავითარი ხელახალი არჩევნები - ნოშიკო ნამორაძე

ნოშიკო

12 წელია დაისვენა ქვეყანამ, არავითარი ხელახალი არჩევნები - ასე პასუხობს ბიზნესმენი, VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას არის თუ არა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ახალი არჩევნები.

„12 წელია დაისვენა ქვეყანამ, დაისვენა ბიზნესმა. არავითარი ხელახალი არჩევნები. 12 წელია, ბიზნესმა დაისვენა, არავინ არავის სახლში არ უვარდება. არავინ არავის აწიოკებს, არავინ არავის არ ხვრეტს. კარგი მოცემულობა იყო 12 წელი, ახლა ზოგიერთების აღქმების საფუძველზე, რომ თურმე, ჩვენ შევდივართ რუსეთში თუ სადღაც, ზოგიერთი ბიზნესმენების აღქმების საფუძველზე, ყოფილი ნაცი რომ არ არსებობს, იმ ბიზნესმენების აღქმების საფუძველზე, თურმე ჩვენ შევდივართ რუსეთში. მათ შიში აქვთ, რომ ვაიდა რამე შეიცვალოს, მათ პასუხს მოსთხოვენ“, - განაცხადა მან.

ნამორაძემ საქართველოში მიმდინარე აქციების კომენტირებისას განაცხადა, რომ ძალადობის მომხრე არ არის, „მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და მიზანმიმართულობა“.

„ზუსტად ყველაფერი გამიზნულად მოხდა იმისათვის, რომ ახალგაზრდები საზარბაზნე ხორცად დაეტოვებინათ იქ. დატოვეს საზარბაზნე ხორცად... არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და ყველაფერს აქვს მიზანმიმართულობა. ახლა ავალ პრემიერთან. რომ ჩამოვალ, გეტყვით ჩემს სათქმელს,“ - განაცხადა ნამორაძემ.

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები