მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა უფრო დაბალია, ვიდრე - წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე

12:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 15,95% შეადგინა.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ცესკო-ს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა 27,4% ამბროლაურის ოლქში, ხოლო ყველაზე დაბალი - 12% ყაზბეგის ოლქში დაფიქსირდა.

„12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 15,95%, რაც რაოდენობრივად არის 558 755 ამომრჩეველი. თუ აღნიშნულ მონაცემს შევადარებთ 2103 წლის პრეზიდენტის არჩევნების 12:00 საათიან მონაცემს, მაშინ ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 17,15%.

12:00 საათიანი აქტივობის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურის ოლქში - 27,4%, ხოლო ყველაზე დაბალი - ყაზბეგის ოლქში 12%“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები