მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

126 ახალი პაციენტი აჭარიდან - კორონავირუსის გეოგრაფიული რუკა

5f630c54275e6
ინგა მურუსიძე
17.09.20 11:11
983
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარიდანაა.

ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გამოვლინდა - 126 შემთხვევა, იმერეთში - 16, თბილისში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, მცხეთაში - 7, გურიაში - 4 და კახეთში - 4.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტოროს განმარტებით, ამჟამად სულ მკურნალობს და სასტუმროებში იმყოფება 1488 პაციენტი, მათგან 9 არის მძიმე პაციენტი და 70-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები