მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 აპრილის Covid-სტატისტიკა: დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07%-ია

625678ae1de80
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.22 11:21
926
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 862 კვლევა ტესტით, მათ შორის 22 933 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 929 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 266 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 235  შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.07%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.71% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.43%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 348 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 632 194 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 781 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 266 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარაში - 11, იმერეთში - 45, ქვემო ქართლში -20, შიდა ქართლში - 18, გურიაში - 11, სამეგრელოში - ზემო სვანეთში - 15, კახეთში - 11, მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 3 234 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 378 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 214, აჭარაში - 21, იმერეთში - 74. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 86 პირი, მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 14, იმერეთში - 8. 2 856 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები