მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

13 ახალი საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც "სესხების განულებაში" ერთვება

5c057939a99c1
თელარა გელანტია
03.12.18 22:32
1637

ცნობილია 13 ახალი კომპანია, რომელიც ე.წ. სესხების განულების პროგრამას ახლახან შეუერთდა.

bm.ge-მ აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან გამოითხოვა.

ვანო მაჭავარიანის უწყებაში, ჯამურად, ე.წ. სესხების განულების პროგრამაში ჩართული საფინანსო ინსტიტუტების რაოდენობას არ აკონკრეტებენ, მაგრამ იმ 13 კომპანიას შორის, რომელმაც აქციაში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო, არის: 4 finance(ვივუსი), შპს „პრობლემური აქტივების მართვის სააგენტო“, შპს „ფინანსური მონიტორინგის ბიურო“, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი +“, შპს „ემას კრედიტი“, შპს „მისტერ ლოუნ.ჯი“, შპს „გრანატ ინვესთმენთ“, შპს კრედიტ ესპერტ ჯორჯია“, შპს „ინფინიტი ჰოლდინგი“, შპს „მოზო“, შპს „ფრენდლი ფაინენს ჯორჯია“, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი“, შპს „მინი სესხი“.

შეგახსენებთ, დღეს უნდა ამოქმედებულიყო ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები გადაამოწმებდნენ, შეეხოთ თუ არა ე.წ. სესხების განულება, მაგრამ ვებ-გვერდი არ ამოქმედდა.

'ქართუ ჯგუფსა' და ფინანსთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ აღნიშნულის მიზეზი პროგრამაში ახალი საფინანსო ინსტიტუტების დამატებაა და ჯერჯერობით, მსესხებელთა ბაზა სრული არაა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები