13 და 14 ნოემბერს ექსპო ჯორჯია სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას, Agro Food Expo Georgia 2026-ს უმასპინძლებს. რიგით 24-ე გამოფენაში 8 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება გააერთიანებს აგროსასურსათო სექტორის წარმომადგენლებს და მათ თანამედროვე ტექნოლოგიების, წარმოების ახალი შესაძლებლობებისა და დარგის გამოწვევების განხილვის პლატფორმას შესთავაზებს. დღეს საქმიან დილაში ვისაუბრებთ, რა სიახლეები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე, რა შესაძლებლობებს ქმნის ის ადგილობრივი ფერმერებისა და მწარმოებლებისთვის?
სტუმრები: ნინო გამრეკელი - გამოფენა "Agro Food Expo 2026"-ის კურატორი;
რუსუდან გიგაშვილი - "საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე;
ნიკოლოზ მესხიშვილი - ფერმერთა ასოციაციის პროფესიული განათლების და ტრენინგების დეპარტამენტის ხელმძღვანელი






























