მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 მაისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
12.05.25 20:00
129

13 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს: საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს 2025 წლის აპრილი).

10:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“. 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

10:30 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგი: 1.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა; 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: შოთა ბერეკაშვილის, მარიამ ლაშხის, ლევან მაჭავარიანის, ირაკლი კირცხალიას, გიორგი ბარვენაშვილის, ანტონ ობოლაშვილის, გოდერძი ჩანქსელიანისა და ირაკლი მეზურნიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; 3. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმი (თევზჭერის სუბსიდიების შესახებ შეთანხმება)“;

11:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილის და ირაკლი შატაკიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის.

11:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

15:00 საათზე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები