მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 ნოემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

ამინდი

13 ნოემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ამიერკავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოქმედი ცივი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.

საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში უნალექოდ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ზოგან მცირე ნალექი და ნისლი. დასავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +15, +20°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +13, +18°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, მთაში თოვლჭყაპი და ნისლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, შიდა ქართლში -2°-მდე, დღისით +7, +12; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +1, +6, ზოგან +12°-მდე.

თბილისში - უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. მცირე წვიმა. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 6-11 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +6°, დღისით +11°.

სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +18°;
ბათუმი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ქობულეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ქუთაისი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ზუგდიდი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +20°;
ანაკლია: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +19°;
ოზურგეთი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +21°;
ონი: უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +17°;
გორი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ცხინვალი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
რუსთავი: მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
ახალციხე: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ბორჯომი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +11°;
ბაკურიანი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +12°;
სტეფანწმინდა: მცირე ნალექი და ნისლი ჰაერის ტემპერატურა: +4°;
თელავი: მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურ ა: +10°.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები