მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

13 ნოემბრის ანონსი

ანონსი
12.11.24 20:00
122

04:45 საათზე, ეტლით ფარიკაობაში პიზის 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან თბილისში ოქროს მედლით ირმა ხეცურიანი და ვერცხლის მედლით ნინა თიბილაშვილი ბრუნდებიან. მედალოსნები თბილისის აეროპორტში მიუნხენის რეისით ჩამოვლენ.

11 საათზე, საქსტატი საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემებს (2024 წლის ოქტომბერი) გამოაქვეყნებს.

11:00 საათზე, ,,საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ “მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

11:20 საათზე, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მედიაცენტრ “მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

12:30 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ ქალები საპროტესტო აქციას - „დავუბრუნოთ ჩვენი ხმა“ გამართავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები