მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 წლის გოგონას გამოგონება უსინათლოებისთვის

5bf414d121591
BM.GE
20.11.18 19:00
1030
გვანცა მაჩიტაძე ახალგაზრდა გამომგონებელია. 13 წლის მოზარდი ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს და პატარა ასაკიდან გამომგონებლობითაა დაინტერესებული.
ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ და მისმა მეწყვილემ - ნატა სულაქველიძემ, ლეონარდო და ვინჩის კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, ეხმარება თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიგეს.

„ამ კონკურსმა ბევრი რამ შემძინა. ძალიან დიდი სიხარულია, როცა შენი გამოგონებით სხვას უადვილებ ცხოვრებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგ არჩილ გეგუჩაძეს და პარტნიორ ნატა სულაქველიძეს“, - ამბობს ნიჭიერი მოსწავლე.

ნატა გასულ წელს STEM ფესტივალზეც მონაწილეობდა, სადაც მას მისი პროექტის მენტორი არჩილ გაგუჩაძე ეხმარებოდა. გამოგონებამ "სამაშველო ზურგსაკიდი სტიქიით დაზარალებულთა გადასაყვანად" დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები