მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

130 სათამაშოს შემოწმების შედეგად 77-ის რეალიზაცია შეჩერდა - რამდენად უსაფრთხოა სათამაშოები საქართველოში?

ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტომ გასულ წელს ბაზარზე განთავსებული 130 სათამაშო შეამოწმა. სამინისტროს სამომხმარებლო პროდუქტებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 77 შემთხვევაში პროდუქციის რეალიზაციის შეჩერება, 30 შემთხვევაში კი ბაზრიდან ამოღება განხორციელდა. ეკონომიკის სამინისტროს ბაზრის ზედამხედველობის სააგენტომ სათამაშოების ზედამხედველობა 2020 წლიდან დაიწყო, თუმცა ბიზნესისთვის მათი რეკომენდაციების შესრულება 2021 წლიდან გახდა სავალდებულო. მანამდე კი სანქციები არ მოქმედებდა. უსაფრთხოა თუ არა ქვეყანაში იმპორტირებული სათამაშოები და რამდენად საკმარისია მონიტორინგი?

სტუმარი: ვახტანგ კობალაძე - სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროგრამის კოორდინატორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები