მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13:00 საათზე, Freebusiness-ზე გამოქვეყნდება 30 კომპანია, რომლებსაც პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებიათ

სტარტაპერი

Freebusiness-ზე 13:00 საათზე გრაფაში "ჯერ არ დაუფიქსირებია" დავდებთ 30 კომპანიის სია გამოქვეყნდება, რომელთა მიმართ საზოგადოების მხრიდან ყველაზე მეტი მოთხოვნა იყო. ამის შესახებ პოსტს პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი აქვეყნებს და განმარტავს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს.

"მოგესალმებით, 13:00-ზე გრაფაში "ჯერ არ დაუფიქსირებია" დავდებთ 30 კომპანიის სიას, რომლებზეც ყველაზე დიდი რაოდენობის მოთხოვნა შემოვიდა საზოგადოების მხრიდან.

სპეკულაციები, რომ არ იყოს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიებმა უარი განაცხადეს! სწორედ ამიტომ ჰქვია გრაფას "ჯერ არ დაუფიქსირებიათ". სიას პერმანენტულად დავუმატებთ სხვა კომპანიებს, მოთხოვნების რაოდენობის მიხედვით.

Update: კომპანიების დამატება და ვერიფიკაცია გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში", - წერს ჩუგოშვილი.

ცნობისთვის, პლატფორმა Freebusiness.ge 15 დეკემბერს დაფუძნდა. პრეზენტაცია BMG tv-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" გაიმართა. თავისუფალი ბიზნესის პლატფორმის დამფუძნებელმა განმარტა, რომ ბიზნესის მთავარ მოთხოვნებს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ახალი არჩევნების დანიშვნა და საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულთა ახალ წლამდე გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მოთხოვნების მხარდაჭერა ყველა ბიზნესს ვებგვერდზე დარეგისტრირებით შეუძლია. რეგისტრაციის შემდეგ სამუშაო ჯგუფი ახდენს ბიზნეს სუბიექტის ვერიფიცირებას და კომპანია მხარდამჭერი კომპანიების ჩამონათვალში ხვდება. ამასთან, პლატფორმაზე მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ ინფორმაცია რა პოზიცია აქვს ამა თუ იმ მათთვის საინტერესო კომპანიას. გადამოწმებისა და ვერიფიკაციის შემდეგ ეს ბიზნესები შესაბამისი პასუხის მიხედვით "მხარდამჭერ" ან "არ დაუფიქსირებია პოზიცია" გრაფის ქვეშ ერთიანდებიან.

დაფუძნებიდან მესამე დღეს, ამ დროისთვის თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს 1101 კომპანია უჭერს მხარს, ხოლო 1115 განაცხადი მუშავდება. ამასთან, იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებიც საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებენ, 19 დეკემბერს 13:00 საათზე გამოჩნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები