მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13:00 საათზე "ომეგა ჯგუფში" მორიგი საგანგებო განცხადება გაკეთდება

5c0a22917a0fa
თელარა გელანტია
07.12.18 11:33
1058
დღეს, 13:00 საათზე „ომეგა ჯგუფი“ მორიგ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

ამის შესახებ bm.ge-ის „ომეგა ჯგუფის“ დირექტორმა ლევან აღდგომელაშვილმა განუცხადა.

„13:00 საათზე გავაჟღერებთ, როგორი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები“, - განაცხადა აღდგომელშვილმა.

ის ირწმუნება, რომ კომპანიას მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო კონტაქტზე არ გამოსულა.

კომპანიის დირექტორის თქმითვე, ამ დროისთვის ქარხანა გაჩერებულია.

„ჩვენ ყველა მიმდინარე გადასახადი გადახდილი გვაქვს. ძველს რაც შეეხება, მათი მხრიდან იყო სიტყვიერი თანხმობა საგადასახადო შეთანხმებაზე, მაგრამ არც საგადასახადო შეთანხმებაზე და არც ჩვენ მიერ მოთხოვნილ ვალის რესტრუქტურიზაციაზე პასუხი არ გვაქვს“, - აღნიშნა აღდგომელაშვილმა.

Bm.ge-ის კითხვას - ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ან პირადად ზაზა ოქუაშვილს ხომ არ ჰქონია კომუნიკაცია ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან, აღდგომელშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:

„პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ გვქონია; ასევე, ვერ გეტყვით, ივანიშვილთან ჰქონდა თუ არა კონტაქტი ზაზა ოქუაშვილს“, -აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები