"ბოლო მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1675 სასტუმრო. შემოწმება დაიგეგმა 1331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა. 291-მა სასტუმრომ კი ვერ დააკმაყოფილა, 581-მა სასტუმრომ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.
ის განთავსების ობიექტები, რომლებიც მზად არ აღმოჩნდნენ COVID-19-თან დაკავშირებული გეგმური ინსპექტირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სრულიად უსასყიდლოდ სატრენინგო კურსს გაივლიან. ახალი პროექტი კერძო სექტორს უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება"-ნათქვამია განცხადებაში.