მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14-15 ივნისი - Tom Ford-ის ექსკლუზიური Made-to-Measure სერვისი Boygar’s-ში

BOYGARS
02.06.25 19:57
569

14 და 15 ივნისს, პრემიუმ მულტიბრენდული მაღაზია Boygar’s-ი ადგილობრივ მომხმარებელს, ცნობილი ბრენდის Tom Ford-ის ექსკლუზიურ Made-to-Measure სერვისს შესთავაზებს.

ორი დღის განმავლობაში, სერვისით დაინტერესებულ მომხმარებლებს Tom Ford-ის სპეციალისტებთან პერსონალური კონსულტაციის გავლის, ექსკლუზიური ნაჭრებისა და დეტალების უნიკალური არჩევანის და იმ მოდელების აღმოჩენის შესაძლებლობა ექნებათ, რომლებიც მათი პარამეტრებისა და გემოვნების მიხედვით დამზადდება.

„თითოეული შერჩეული ნივთი ინდივიდუალურად, იტალიაში შეიკერება. Tom Ford პირველად აძლევს საქართველოში მყოფ მამაკაცებს შესაძლებლობას, შეარჩიონ როგორც ფორმალური და საღამოს, ისე ყოველდღიური სამოსი, რომელიც მათ ინდივიდუალურ სტილსა და პარამეტრებს ზუსტად მოერგება“, - აცხადებენ Boygar’s-ის წარმომადგენლები.

დაინტერესების შემთხვევაში კონსულტაციის ჩასანიშნად და მეტი ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები