მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 აპრილი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, შესაძლოა წვიმა.

დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +13, +18°; მთაში ღამით +6, +11°, დღისით +10, +15°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +7, +12°.

აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +7, +12°, დღისით +16, +21°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +12, +17°; მაღალმთაში ღამით 0, +5°,
დღისით +5, +10°.

თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით შესაძლებელია მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +12°, დღისით +20°.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები