მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 აპრილის სრული Covid-სტატისტიკა - დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1%-ია

6257c5b95ed3d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.04.22 10:50
815
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 932 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 047 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 885 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 237 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 652 472 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.03%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.63% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.36%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 648 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 632 842 გაიზარდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 783 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარაში - 6, იმერეთში - 26, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში - 9, გურიაში - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 11, კახეთში - 24, მცხეთა-მთიანეთში -2, სამცხე-ჯავახეთში - 2, რაჭა-ლეჩხუმ და ქვემო სვანეთში - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 821 საიდანაც, 359 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 196, აჭარაში - 19, იმერეთში - 78. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში 83 პირი მკურნალობს, მათ შორის, თბილისში - 53, აჭარაში - 11, იმერეთში - 8. 2 462 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები