საქართველოს 14-მა წამყვანმა ბიზნესასოციაციამ, ქვეყნისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთა.
განცხადებაში ასოციაციები ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერას გამოხატავენ.
BM.GE მას უცვლელად გთავაზობთ:
“ჩვენ, ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნესასოციაციები,
მივესალმებით ევროკომისიის ახლახან გაცემულ რეკომენდაციას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ვადასტურებთ ბიზნეს სექტორის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, კეთილდღეობისა და განვითარებისთვის;
ვაცნობიერებთ, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში;
მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის;
საქართველოში არსებული ბიზნეს სექტორი ვუერთდებით მოწოდებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და მოველით, რომ ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააახლოებს ქვეყანას საბოლოო მიზანთან - ევროკავშირის წევრობასთან”, - ნათქვამია განცხადებაში.
მიმართვას ხელს აწერენ:
- ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
- გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება
- სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო
- ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
- საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში
- ევროპული ბიზნეს ასოციაცია საქართველო
- საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია
- საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია
- გადასახადის გადამხდელთა კავშირი
- საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
- საქართველოს საბანკო ასოციაცია
- საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატა
- სლოვაკეთ-საქართველოს სავაჭრო პალატა