მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია"

5bf44e47d501d
BM.GE
20.11.18 22:10
1810
ყოფილმა პრემიერმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა. ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ, მას გუნდთან „ძალიან მკაცრი საუბარი ჰქონდა“. ამასთან ივანიშვილი ამბობს, რომ სირცხვილი იყო ის შედეგი, რომელიც მმართველი პარტიის ეგზიტპოლმა აჩვენა.

„ის რომ პრობლემები იყო ეს ჩანდა. ჩანდა, რომ გუნდურობა დაიკარგა, ვერტიკალი იყო ძალიან შესუსტებული. გუნდის წევრების ჩართულობა იყო ძალიან დაბალი და იგივე ხდებოდა რეგიონებშიც. მე შეხვედრები მქონდა ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და სამწუხაროდ, იკვეთებოდა მსგავსი პრობლემა. პრობლემა იყო მერსა და საკრებულოს შორის ურთიერთობებში. ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს და ამ დროს სახელმწიფოს მაქსიმალური პასუხისმგებლობა აქვს.

მე დავინახე პრობლემები და შეიძლება ცოტა დავაგვიანე. გუნდმა დაკარგა გრძნობადობა ხალხთან ურთიერთობის.

ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთი მიზეზი იყო. იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული საკუთარ თავში რომ წინასაარჩევნოდ კვლევებიც კი ნორმალურ დონეზე არ ჩაუტარებიათ. მსგავსი ცდომილება იყო სირცხვილი. ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა. 14% ცდომილება სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია, გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი“, - ამბობს ივანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები