დღეს, 14 დეკემბერს, სტუდენტები, სხვადასხვა დარგისა და პროფესიის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებსა და მსვლელობებს მოაწყობენ. აქციები იქნება არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
დღის განმავლობაში შემდეგი აქციები იგეგმება:
თბილისი:
07:00 საათი, გაიღვიძე საქართველო! ილიაუნის სტუდენტები იკრიბებიან ფილარმონიასთან და მსვლელობით ჩადიან პარლამენტთან - ფილარმონია;
08:30 საათი, თსუ-ს საპროტესტო მარში! - თსუ-ს პირველი კორპუსი;
09:00 საათი, არა ოცნებას! არა ყაველაშვილს! - პარლამენტი;
12:00 საათი, გარემოს დამცველთა მარში ევროპული საქართველოსთვის! - რესპუბლიკის მოედანი;
13:00 საათი, ხელი გაუშვით, ჩემი შვილია! დედების მსვლელობა რუსთაველის გამზირის გავლით, პრეზიდენტის სასახლისკენ - მეტროსადგურ რუსთაველის წინ;
13:00 საათი, დიზაინერები საქართველოსთვის! - მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტამდე;
14:00 საათი, ერთად გავაპროტესტოთ მოპარული სტატისტიკა! - ეგნატე ნინოშვილის 55 (საქსტატის შენობასთან);
15:00 საათი, მთა თავისუფლებისთვის! - ფილარმონია [მუზა];
17:00 საათი, სამშობლოსთვის გატანილი გოლი - მსვლელობა! მსვლელობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისიდან პარლამენტისკენ;
ბათუმი:
19:00 საათი, სოლიდარობისა და წინააღმდეგობის მარში! საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის სცენა მარშით უერთდება მთავარ აქციას საკონსტიტუციოსთან - ზურაბ გორგილაძის 8 (ხელოვნების მუზეუმი);
19:00 საათი, ყოველდღე გამარჯვებამდე! საკონსტიტუციო სასამართლოსთან; ემიგრანტების აქციები - მილანი: საქართველო არ არის რუსეთი!
ემიგრანტების აქციები:
მილანი: საქართველო არ არის რუსეთი! 14 დეკემბერი, 15:00; Piazza San Babila
ბერნი: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14:00 საათი, Bundesplatz
ჰააგა: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14:00 საათი, Embassy of Georgia
პრაღა: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 14 დეკემბერი, 13:00; Václavské námēstí
ბერლინი: გავათავისუფლოთ საქართველო რუსული რეჟიმისგან! 13:00 საათი, Brandenburger Tor