საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით, "ახალი ღვინის ფესტივალი 2016" წელს მეშვიდედ, მთაწმინდის პარკში გაიმართება. მცირე/ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალზე 2015 წლის მოსავლის ღვინოებს წარადგენენ. ღვინის კლუბის ინფორმაციით, წინასაფესტივალო სამზადისში წელს დიდი ინტერესი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მხრიდან.
განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალი მცირე და საშუალო ღვინის კომპანიები, რომლებიც პირველად გამოდიან ფესტივალზე კომპანიის სტატუსით. 2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობას 76 ღვინის კომპანია მიიღებს, რომლებიც 2015 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოებს წარადგენენ.

























