მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$1.4-მილიარდიანი გარიგება - Prada და Versace იტალიური მოდის ოჯახს ქმნიან

Prada-მ იტალიური Versace ოფიციალურად შეიძინა, რაშიც $1.4 მილიარდი გადაიხადა. ეს გარიგება კომპანიის 112-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ტრანზაქციაა. Prada-სთან ერთად, გარიგება მნიშვნელოვანია თავად Versace-სთვის, რომელიც ამერიკულ Capri Holdings-ში გატარებული რამდენიმეწლიანი პერიოდის შემდეგ, სამშობლოს უბრუნდება.

საინტერესოა, რომ თავად Capri-მ იტალიურ კომპანიაში $1.8 მილიარდი გადაიხადა, ანუ ჰოლდინგმა, გარკვეულწილად, იზარალა. Prada Group-ის აქტივებს შორის 26 ქარხანას ვხვდებით, რომლებშიც კომპანია 15,200-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს. ჯგუფში შემავალი ბრენდების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები და აქსესუარები მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. როგორც ცნობილია, Versace-ს თავმჯდომარე Prada-ს ამჟამინდელი დირექტორი, ლორენცო ბერტელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები