14 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ბრუნვის მოცულობის ინდექსს (2025 წლის სექტემბერი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის გამოკვლევის შედეგებს (2024 წლის ბოლოსათვის);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლებს (2024 წელი);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს რესურსებისა და გამოყენების ცხრილებს მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს მთლიან შიდა პროდუქტს წარმოების, დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით; ეროვნულ შემოსავალს და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატულ მაჩვენებლებს (2024 წლის წლიური, დაზუსტებული);
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს დანახარჯებისა და გამოშვების ცხრილს მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული);
12:00 საათზე - პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა - სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი პროექტების/ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოსმენა;
12:00 საათზე - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ ანგარიში - ინტელექტუალური საკუთრების სფეროში განხორციელებული რეფორმები;
























