მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ქართული ბიზნეს ასოციაცია EU-ს მიმართავს

ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ - 14 ბიზნესასოციაცია ევროკავშირს ერთობლივი განცხადებით მიმართვას. განცხადებაში ასოციაციები ადასტურებენ მხარდაჭერას ევროინტეგრაციის პროცესისადმი, მიესალმებიან ევროკომისიის რეკომენდაციას და გააჟღერებენ ბიზნესის მოწოდებას, დეკემბერში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ოფიციალური მიმართვა, სადაც ბიზნესი ხაზგასმით ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მიღებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა როგორც ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობის, ისე კეთილდღეობისა და განვითარებისთვის. ერთობლივ განცხადებაში ბიზნესი აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და უვიზო მიმოსვლა წარმოადგენს საკვანძო ინსტრუმენტებს, რომელთა სრულად ათვისებაც უნდა მოხდეს ევროკავშირ-საქართველოს დაახლოების პროცესში. ქართული ბიზნესი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება დადებითი გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც. ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის შემდეგ ჯერი უკვე ევროპულ საბჭოზეა, რომელიც 15 დეკემბერს მიიღებს გადაწყვეტილებას გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები