მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 ქართული კომპანია 1-წლიანი პაუზის შემდეგ საერთაშორისო გამოფენა Gulfood-ში მონაწილეობს

6033c990cf5f9
ვიქტორია მღებრიშვილი
23.02.21 10:30
714
21-25 თებერვალს, ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართული კომპანიები - Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავენ, გამოფენაში კომპანიები ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით მონაწილეობენ.

მათივე ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა - Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას.

"აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

სააგენტოს ცნობით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია - ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე.

გამოფენაზე ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები