მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

14 საწარმომ 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი შეიძინა - სამინისტრო

არასტანდარტული ვაშლი

21 ოქტომბრის მონაცემებით, 14 საწარმომ 14 000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი შეიძინა. ფერმერებმა ამასთან ერთად 4 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებს ის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 27 თეთრად შეისყიდიან. სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველყოფისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.

სახელმწიფო პროგრამა „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობა“ მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები