დღეს, 14:00 საათზე მთავრობის სხდომა ჩაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, განსახილველია 10 საკითხი, მათ შორის ერთი საიდუმლოა.
1. საქართველოს კანონების პროექტები ,,პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები
მომხსენებელი: პ. სალია
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს აღმოსავლეთის ქარის ელექტროსადგურს შორის „ხაშურის ქარის ელექტროსადგურის“ შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე”
მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს აღმოსავლეთის ქარის ელექტროსადგური 2-ს შორის „ხაშურის ქარის ელექტროსადგური 2“-ის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე”
მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს აღმოსავლეთის ქარის ელექტროსადგური 3-ს შორის „ხაშურის ქარის ელექტროსადგური 3“-ის შესახებ განსახორციელებელი რიგი ღონისძიებების თაობაზე”
მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ხელშეწყობისათვის 2026 წელს განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“
მომხსენებელი: მ. ქვრივიშვილი
6. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 6 თებერვლის №283 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
7. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „აზიის განვითარების ბანკის (ADB) ტექნიკური დახმარების - „მდგრადი სუფთა ენერგიის ქსელის განვითარების ხელშეწყობა“ შესახებ“
მომხსენებელი: ლ. ხუციშვილი
8. საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და
პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი
9. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მიერ გასაფორმებელი საგრანტო დოკუმენტის მოწონების შესახებ”
მომხსენებელი: დ. სონღულაშვილი
10. საიდუმლო




























