15-16 ივნისს, "ექსპო ჯორჯიაში", საქართველოში პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალი «სპორტფესტი» გაიმართება, რომლის ფარგლებში 600-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი. «სპორტფესტი» წელს უკვე მეოთხედ გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ისეთი სპორტული დისციპლინები, როგორიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, ფარიკაობა და სხვა. ექსპო ჯორჯიას შიდა და გარე სივრცეში განთავსდება სპორტ არენა, სცენა , საბავშვო, კვების და ასევე სხვადასხვა სპორტის სახეობის ზონები.
სტუმარი: რეზი პეტრიაშვილი - “სპორტფესტი”, ორგანიზატორი;