წლევანდელ სეზონზე ფერმერებმა 15%-ით მეტი თხილის მოსავალი აიღეს. როგორც ზაფხულის მიწურულს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აცხადებდა, რაოდენობასთან ერთად გაზრდილი იყო თხილის ხარისხი და შესაბამისად მისი ღირებულებაც. საუბარი იყო ჯამში 30-40%-ით გაზრდილ გასაყიდ ფასზე.
რა ღირს რეალურად და როგორ მიდის თხილის რეალიზაციის პროცესი?
სტუმარი: ჯენერ ბელქანია - “ჯეო-ნათსი” დირექტორი;