15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეისები შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ფრენებს კვირაში სამჯერ China Eastern Airlines-ი შეასრულებს.
China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.
ავიაკომპანიამ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო, ამ დროისთვის ერთი გზა ბილეთის საშუალო ფასი 500-660 დოლარს შორის მერყეობს.




























