მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ივლისის ღონისძიებათა ანონსი

ანონსი

10:00 საათზე - საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშს წარადგენს

თემა: „ავადმყოფობის, ხანდაზმულობის ან ორსულობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადებისა და სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლების მექანიზმები საქართველოში";

10:00 საათზე - ოზურგეთში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის თავმჯდომარე დავით მჟავანაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკის სამინისტროში გასაჩივრებული ქვა-ღორღის მოპოვების ლიცენზია;

11:00 საათზე - მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე კანონი გამკაცრდა - ცვლილებები ბრაკონიერობასთან და გემების მიერ ზღვის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება“.

12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები