მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 ივნისს LSG Solutions-ი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მასშტაბურ ღონისძიებას უმასპინძლებს!(რ)

6482f0925737f
BM.GE
09.06.23 13:26
14100
15 ივნისს, LSG Solutions-ი, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი ექსპერტები მშენებლობის, პროექტირებისა და ინვესტირების დარგში.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსია, სადაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ისაუბრებენ სამშენებლო პროცესებში თანამედროვე პრაქტიკისა და მიდგომების დანერგვის, ასევე პროექტირების სტანდარტის ამაღლების მნიშვნელობაზე. პანელურ დისკუსიას მოდერაციას გაუწევს გიორგი ისაკაძე.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეები იქნებიან ისეთი ლიდერი კომპანიები, როგორიცაა 1908 წელს დაფუძნებული სამშენებლო საკონსულტაციო კომპანია Multiconsult Group. LSG-ის გუნდი Multiconsult UK-ის რეგიონული პარტნიორია და მათთან თანამშრომლობით უკვე არაერთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტში იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე ასევე წარდგენილი იქნება პროექტების მართვის ინსტრუმენტების ჯილდოს მფლობელი, ამერიკული კომპანია Procore Technologies, რომელიც სამშენებლო პროექტების პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის ნომერ პირველი მომწოდებელია. Procore Technologies-ის პლატფორმა ნებისმიერი ტიპის სამშენებლო პროექტის ეფექტიანი მართვის საშუალებას იძლევა, მათი წარმომადგენელი საქართველოში სწორედ LSG Solutions-ია.

გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი დარჩიაშვილი, Georgia Real Estate-ის გენერალური დირექტორი გურამ ახვლედიანი, არქიტექტორული კომპანია „დეფანის“ დამფუძნებელი ცნობილი არქიტექტორი ირაკლი შარაშიძე.

კონფერენციაზე LSG Solutions-ის წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებას პროექტირების ახალ სტანდარტსა და მშენებლობის მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომებზე პრეზენტაციას წარუდგენენ. LSG Solutions-ის მთავარი არქიტექტორი თეონა გოგოლაძე, ღონისძიების მონაწილეებს, კომპანიის მიერ შექმნილ პროექტირების საერთაშორისო და ამავდროულად ქართულ რეალობაზე ადაპტირებულ სტანდარტს გააცნობს, რომელიც მშენებლობის პროცესს გაამარტივებს და ყველა ჩართულ რგოლს დროისა და რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. პრეზენტაციის ფარგლებში, LSG Solutions-ის თანადამფუძნებლები სოსო ბერიძე და გოგა გუჯეჯიანი, ისაუბრებენ სამშენებლო პროექტის ეფექტიანად მართვის და გაციფრულების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის მთავარი განსახილველი საკითხები იქნება სამშენებლო პროექტების მართვა და ქართულ ბაზარზე არსებული კომპეტენციისა და სტანდარტის გაუმჯობესება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები