მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 მარტს, 13:00 საათზე ჭიათურის მასშტაბით სოლიდარობის აქცია გაიმართება - მაღაროელი

მაღარო

15 მარტს, 13:00 საათზე მაღაროელებისთვის სოლიდარობის აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას, მაღაროელი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში წერია, 15 მარტს ჭიათურის მასშტაბით 10:00-11:00 საათებში ქალაქის მიმართულებით უფასო ტრანსპორტი იმოძრავებს.

"საღამო მშვიდობისა, მეგობრებო, მოქალაქენო და თანამებრძოლებო!როგორც მოგეხსენებათ, დღეს ჭიათურის მაღაროელები და მოსახლეობის ნაწილი ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხანასთან ვმართავდით აქციას. ჩვენი მიზანი იყო ქარხნის თანამშრომლებისთვის სოლიდარობისკენ და გაერთიანებისკენ მოწოდება. აქციის მსვლელობისას განვაცხადეთ, რომ ფერო და მაღარო ერთიანია - ისინი ვერ იარსებებენ ერთმანეთის გარეშე. ფეროს ბედი ჭიათურაში მანგანუმის წარმოების დაწყებიდანვე განისაზღვრა.დღეს იქ ვხედავდით თანამშრომლებს, რომლებიც ვერც კი მოგვიახლოვდნენ—თითქოს ვინმეს ან რამის ეშინოდათ, ან ერიდებოდათ. ვერც სოლიდარობა გამოხატეს და ვერც ჩვენსკენ გამოიწიეს.

ჭიათურელები კი ყოველთვის ვიდექით და ვდგავართ პროტესტის ხაზზე! არც შიში გვაკავებს, არც მორიდება. გაფიცვაზე არასდროს გვითქვამს უარი, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა!დღეს რაც ვნახე, აღარ მსურს ამის კიდევ ერთხელ ნახვა! ამიტომ, რათა ასეთი რამ აღარ მოხდეს, გთხოვთ, ყველანი დავდგეთ ერთად!

გეპატიჟებით აქციაზე 15 მარტს, 13:00 საათზე—მოვიდეთ და ერთად დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის! შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მასშტაბით 10:00-11:00 საათებში ქალაქის მიმართულებით იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი, რომელიც უზრუნველყო ორგანიზაცია „ჭიათურელი მშრომელების კავშირმა“.ყველა აქციაზე, ყველა პროტესტში, ყველა უსამართლობასთან ბრძოლაში უნდა ვიყოთ ერთად", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები