მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"1.5 მილიარდი ლარი, შეიძლებოდა უკეთეს ინიციატივას მოხმარებოდა"

5bf2d6227e6e2
ელენე გოგბერაშვილი
19.11.18 21:00
736
ფინანსისტი, ვასილ რევიშვილი მთავრობის ინიციატივას აფასებს, რომლის მიხედვითაც 600 000 მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება. მისი თქმით, ის თანხა, რაც მთავრობამ ვალების პორტფელის შესასყიდად უნდა დახარჯოს, შეეძლო უფრო ეფექტურად გამოეყენებინა. მისთვის მთავრობის ეს ინიციატივა წინასაარჩევნო ხრიკს უფრო ჰგავს, რაც ძირითადად არაკეთილსინდისიერი გადამხდელების წახალისებისკენაა მიმართული.

"1.5 მილიარდი ლარის დავალიანების პორტფელს იყიდიან ალბათ მნიშვნელოვანი დისქაუნთით, მაგრამ რა თანხაც არ უნდა იყოს ეს თანხა შეიძლებოდა მოხმარებოდა გაცილებით უკეთეს ინიციატივებს, რონლის ამონაგები ეკონომიკისთვის მეტი იქნებოდა, ვიდრე ტელეფონების ამღებების და გადამგდებების სესხების გასტუმრება.
ივანიშვილი მოქმედებს როგორც კერძო პირი, რამდენად მთავრობას უნდა დაეანონსებინა ეს არ ვიცი. რა კავშირშია მთავრობა, როცა კერძო ფონდი ეუთიერთება კერძო ბანკებს, რატო იღებს მთავრობა ამას თავის თავზე. ბიძინა ივანიშვილის კეთილი ნებაა და შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ის ფაქტი, რომ დაანონსა მთავრობამ და ეს ჩვენ გავაკეთეთ, ვაშაძის ასევე აბსურდული განცხადების გამოძახილს უფრო ჰგავს", - აცხადებს ვასილ რევიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები