მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 საინვესტიციო პროექტი და 1500 კომპანია - "აწარმოე საქართველოში" ახალ პოლიტიკაზე გადადის

5b793017253ff
თამუნა ქემერტელიძე
19.08.18 12:42
2469
სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ახალ საინვეტიციო პოლიტიკაზე გადადის და სისტემატიურ სექტორულ კვლევებს იწყებს.

როგორც bm.ge-ის “აწარმოე საქართველოში” განუცხადეს, სააგენტო უახლოეს მომავალში მაღალტექნოლოგიური სფეროების მიმართულებით 4 კვლევას განახორციელებს:

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილების და კომპონენტების ინდუსტრიის კვლევა;
2. ბიზნესის პროცესების აუთსორსინგის BPO და საერთო სერვისის ცენტრების ssc (საინვესტივიო პოტენციალის კვლევა) ;
3. ფარმაცევტული სექტორი (მიმდინარეობს კონსულტაციების ე.წ “stekeholder”-ებთან სატენდერი ტექნიკური დავალების შესადგენად) ;
4. ელექტრონული მოწყობილობებისა და ელექტრო ნაწილების წარმოების მიზანშეწონილობის კვლევა;

როგორც სააგენტოში, განმარტავენ, ამ კვლევებიდან 2 - წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო დანარჩენი - 2019 წლის პირველ კვარტალში.

გარდა ამისა, კვლევების მიხედვით, მომზადდება 15 საინვესტიციო პროექტი. ხოლო სექტორებისა და პროექტების მიხედვით კი, განისაზღვრება სამიზნე ქვეყნები და მოხდება პოტენციური ინვესტორი კომპანიების შერჩევა; საუბარია, დაახლოებით, 1500-მდე კომპანიაზე.

“აღნიშნული პოტენციალის კვლევების გარდა, მიმდინარეობს რამდენიმე სხვა პრიორიტეტულ მიმართულებაზე მუშაობა, როგორიცაა თევზის ფერმებისა და გადამამუშავებლი საწარმოების საინვეტიციო შეთავაზებების კვლევა, ძაფის და ტექსტილის წარმოების პოტენციალის შესწავალა, სპორტული საწვრთნელი ბაზებისა და შესაბამისი ტურისტილი ინფრასტრუქტურის ბიზნესის კვლევა, სამედიცინო ტურიზმისა და გამაჯანსაღებელი ახალი კურორტებისა და საინვესტიციო შესაძლბელობების კვლევა”, - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტომ bm.ge თან ჩატარებულ კვლევებზეც გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის მიერ მომზადდა, კვლევა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს და საქართველოს ბაზრის ანალიზსა და საინვესტიციო წინადადებებს 3 ქვე-სექტორში:

1. ტყავის ფეხსაცმელი;
2. სპორტული ფესაცმელი;
3. სამგზავრო ჩანთების წარმოება;

“სააგენტომ კვლევა და წინადადებები უკვე წარუდგინა პოტენციულ ინვესტორებს ჩინეთში. შედეგად, ჩვენ ვაწარმოებთ მოალაპარაკებებს რამდენიმე მსხვილ საწარმოსთან და ველოდებით ჩინური კომპანიების ვიზიტის საქართველოში. დამატებით იგეგმება კვლევის სხვა მიზნობრივ ქვეყნებშიც ბიზნეს წრეებისათვის გაცნობა”, - აცხადებენ სააგენტოში.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1 888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4% მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები