ზაფხული საუკეთესო დროა საინტერესო ლიტერატურის შესარჩევად და წიგნების წასაკითხად. საშვებულებო სეზონზე შესაძლებელია გამოყოთ დრო იმისთვის რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდით. წაიკითხოთ საინტერესო და ამავე დროს სასარგებლო ლიტერატურა. სწორი არჩევანის გასაკეთებლად საკუთარი სია BusinessInsider-ის ექსპერტებმა შეადგინეს.
'Bad Blood' by John Carreyrou - სტარტაპი Theranos თავის დროზე ყველაზე განხილვადი ბიზნესი იყო და მისი დამფუძნებელი ელიზაბეტ ჰოლმსი ყველაზე ახალგაზრდა self-made მილიარდერი ქალი გახდა, რომელმაც სამედიცინო დიაგნოსტიკაში ფაქტობრივად რევოლუცია მოახდინა. თუმცა, ფაქტია დროდადრო ეს მითი დაიმსხვრა და კომპანია გაკოტრდა. ამ ყველაფრის მიუხედავად Wall Street Journal-ის რეპორტიოტმა ჯონ კარეიროუმ თავი Theranos მთელს ამ თავგადასავალს ერთ წიგნში მოუყარა და ამ წიგნის წაკითხვის შემთხვევაში თქვენ გაიგებთ, როგორ იმართებოდა ტყუილზე დაფუძნებული ბიზნესი.
'Brotopia' by Emily Chang - ემილი ჩენი თავის ახალი წიგნში “Brotopia” აღწერს იმ მომწამვლელ ურთიერთობებს რაც სილიკონ ველიზე არსებობს - ოღონდ მხოლოდ კაცებისთვის. დაახლოებით თვეში ერთხელ პარასკევობით ან შაბათს საღამოს სილიკონ ველიზე იმართება შეკრებები სადაც არც ნარკოტიკების და არც სექსის ნაკლებობაა. ზოჯგერ შეკრების ადგილი სან ფრანციკოს რაიონში მდებარე სასახლე Pacific Heights-ია ან მდიდრულ სახლი ატერტონში ან ჰილსბოროში. ამას გარდა, ჩენმა ჩაწერა ინტერვიუების სერია ქალებთან, რომლებიც ამ სექტორში მუშაობდნენ. მათ შორის შერილ სენდბერგი, მარისა მაიერი და სხვები. ამ ფორმით ავტორი შეეცადა ეჩვენებინა, როგორ რისკავენ ქალები საკუთარი კარიერით.
'Dream Teams' by Shane Snow - შეინ სნოუ თავის წიგნში "Dream Teams", ჟურნალისტი და დამსაქმებელი განიხილავენ იმ ფაქტორებს რომლებიც გუნდს ნამდვილად ეფექტურს ხდის. მას მოჰყავს მონაცემები ფსიქოლოგიიდან, ნეირფსიქოლოგიიდან და ბიზნესიდან. განიხილავს მაგალითებს და კონკრეტულ ისტორიებს იმისთვის რომ გარკვეული თეზიდები წამოაყენოს.
'Principles' by Ray Dalio - ეს არის წიგნი რეი დალიოს ცხოვრების მართვის პრინციპებზე, ადამიანის რომელმაც შექმნა უმსხვილეს ჰეჯ ფონდი Bridgewater. პრინციპები, რომელიც მან თავად ჩამოაყალიბა, იყენებდა 40 წლის განმავლობაში და მიაღწია უმაღლეს შედეგებს ცხოვრებასა და ბიზნესში. ისეთი პრინციპები, რომელთა გამოყენებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი მიზნების მისაღწევად. რეი დალიო მკითხველს მხოლოდ საკუთარ პრინციპებს სთავაზობს, ის წერს ყველა იმ მოსაზრებას და მსჯელობას რაც ამ პრინციპების ჩამოყალიბებას თან ახლდა.
'Black Edge' by Sheelah Kolhatkar - შილა კოლხაკტარი წიგნში 'Black Edge' კომპანია SAC Capital Advisors- ის და მისი დამფუძნებლის სტივენ კოენის ისტორიას ჰყვება. კოლხაკტარი The New Yorker -ის შტატიანი თანამშრომელია და ჰეჯ ფონდის ყოფილი ანალიტიკოსი, რომელიც იდეალურად აერთიანებს და აანალიზებს დიდი მოცულობის მასალებს, მათ შორის სასამართლო დოკუმენტაციას და ასობით ინტერვიუს. ოდესღაც ერთ ერთი წარმატებული ფონდის მმართველი კოენი, 2014 წელს ინსაიდერული ვაჭრობისათვის გაასამართლეს. წიგნში ასევე ყურადღება გამახვილებულია მომწამვლელ კორპორატიულ კულტურაზე.
'Applied Empathy' by Michael Ventura - ვენტურა კომპანია Sub Rosa-ს აღმასრულებელი დირექტორი იყო და თავისი ცხოვრების განმავლობაში იმუშავა ისეთ კომპანიებში როგორებიცაა Google და გაერო. წიგნი "Applied Empathy" იმ სალექციო კურსს ეფუძნება რომელსაც ვენტურა პრინსტონის უნივერსიტეტში კითხულობდა. ის ეხმარება ლიდერებს დაინახონ მსოფლიო სხვა ადამიანების გადმოსახედიდან, იმისთვის რომ შექმნანა ახალი პროდუქტები და სერვისები.
'The Meaning Revolution' by Fred Kofman - წიგნის ავტორმა კოფმანმა ეკონომისტის განათლება მიიღო, თუმცა ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად ლიდერობის სპეციალისტად ჩამოყალიბდა. ის ასწავლიდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან შერილ სენდბერგი და სატია ნადელლა. "The Meaning Revolution" - ეს არის წიგნი, რომელიც ყვება ლიდერობის ფილოსოფიაზე, რომელიც მან LinkedIn ში ტრენინგ კურსების ხელმძღვანელობისას დაამუშავა.
'Off the Clock' by Laura Vanderkam - ვანდერკამმა რამდენიმე წიგნი დროის სწორად გამოყენებაზე უკვე დაწერა. ახალ წიგნში "Off the Clock" ის მკითხველს ეხმარება იმის გაგებაში რამდენი გვაქვს დრო, რომელიც სამსახურის შემდეგ ჩვენს განკარგულებაშია და რა თქმა უნდა მკითხველს ეხმარება არსებული დროის ეფექტურად გამოყენებისათვის, რათა უფრო ბედნიერები და პროდუქტიულები ვიყოთ.
'Own It' by Sallie Krawcheck - კროჩეკი Wall Street -ის ყველაზე ძლიერი ქალია, რომელმაც ამ წიგნში თავი დაგროვილ გამოცდილებას და ცოდნას მოუყარა, იმისთვის რომ ეს ყოფილიყო ერთგვარი დახმარება კარიერაზე ორიენტირებული ქალებისათვის. "Own It"- ეს არის კარიერული გიდი ქალებისათვის, რომლებსაც სალი არა მხოლოდ რჩევებს უზიარებს, არამედ ყვება ისტორიებს საკუთარი ცხოვრებიდან. ის ამტკიცებს, რომ უნდა დავივიწყოთ “ქალებისათვის უფლებების გაფართოვების საკითხი” და გავიაზროთ, რომ ქალებს უბრალოდ შეუძლიათ გამოიყენონ ძალაუფლება რომელიც მათ ხელშია.
'Sh*tshow!' by Charlie LeDuff - პულიცერის პრემიის ლაურიატი ჩარლი ლედაფი ცნობილია ძალაუფლების მქონეებთან ურთიერთობისას თავისი თავზეხელაღებული ჟურნალისტური სტილით. "Sh*tshow" არ არის ჩვეულებრივი ბიზნეს ლიტერატურა, თუმცა ლადაფი დახვეწილი ტექნიკის დახამრებით ყვება ქაოსის საფუძვლებზე, რომელიც ამერიკაშია გამეფებული, მაგალითად ცხოვრების უთანასწორობაზე.
'In Praise of Wasting Time' by Alan Lightman - ეს არის მოკლე ტრაქტატი იმ საქმიანობის შედეგებისა, რომელიც დღე დროის ფუჭად კარგვა გვგონია. ფიზიკოს-ნოველისტი ლაიტმანი, რომელიც ჰარვარდსა და MIT-ში ასწავლის, - ახალ წიგნში აღწერს რამდენად მნიშვნელოვანია ზოგჯერ ხანდახან შეისვენით და გადატვირთულ რეჟიმში მისცეთ თავს ამოსუნთქვის საშუალება.
'The Third Door” by Alex Banayan - “მესამე კარი: როგორ დაიწყეს ყველაზე წარმატებულმა ადამიანებმა კარიერა.. Alsop Louie Partners მუშაობისას ალექს ბანაიანი 19 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ვენჩურული კაპიტალისტი.
Business Insider-ის ყველაზე გავლენიანი 30 წლამდე ახაგაზრდების სიაში 25 წლის ბანაიანია და ის თავის წიგნში ჰყვება როგორ მიაღწიეს წარმატებას მაგალითად ბილ გეითსმა და ლედი გაგამ. ის დასახელებულ ადამიანებს პირდაპირ ეკითხება, რა გზა გაიარეს მათ წარმატებამდე. როგორც ავტორი მიიჩნევს, ყველა წარმატებულ ადამიანს გარკვეული მახასიათებლები აქვთ: ისინი ირჩევენ “მესამე კარს”, ანუ იმ გზას, რომელიც ერთი შეხედვით დაუძლეველია.
'The Captain Class' by Sam Walker - რამდენიმე წლის წინ Wall Street Journal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სპორტული სექციის დამაარსებელმა სემ უოკერმა გამოარჩია გასული საუკუნიდან მოყოლებული მსოფლიოს მასშტაბით 16 საუკეთესო სპორტული დინასტია. როცა მის მიერვე შედგენილ სიას გადახედა, რათა საერთო მახასიათებლები აღმოეჩინა, რომლითაც ამ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიეს, აღმოაჩნა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ მსგავსი და ძალიან მნიშვნელოვანი კაპიტალი - ემოციების კონტროლის უნარი და გულმოდგინება. უოკერის კვლევა ყვება იმის შესახებ, თუ რა არის საჭირო ლიდერობისთვის.
'My Morning Routine' by Benjamin Spall and Michael Xander - დღევანდელ რეალობაში ბევრი ადამიანი მიილტვის იმისკენ, რომ გამოიმუშავოს დილის ჩვევები, რომელიც მას წარმატებულად დღის დაწყებაში დაეხამრება. ისინი სწავლობენ დილის ჩვევებს წარმატებული ადამიანების და ცდილობენ მათ გამეორებას. ამ წიგნის ავტორები მკითხველს სწორედ წარმატებული ადამიანების დილის რუტინაზე უყვებიან.
'The Geometry of Wealth' by Brian Portnoy - ბრაიან პორტონი არის ექსპერტი ქცევის ფინანსებისა, ფლობს დოქტორის ხარისხს ამ მიმართულებით და CFA-ს. იკვლევს “სიმდიდრის გეომერტიას”, რაც ჭშმარიტ სიმდიდრეს ნიშნავს, ანუ იმდენი ფულის ფლობას, რომლითაც სრულყოფილი ცხოვრების დაფინანსების შესაძლებლობა აქვს. “გეომეტრია” დასახელებაში ეფუძნება სამეულ წრეს, კვადრატს და სამკუთხედს, იმისთვის რომ ავხსნათ როგორ ვეგუებით ადამიანები გარემოებებს, ვანაწილებთ პრიორიტეტებს და ვამარტივებთ მათ. მთელი ახსნა კი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და შეგნებულები: იცოდე, რას აფასებ და რა უნდა გააკეთო რომ შრომა იყოს ნაყოფიერი.

























