მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წელი ბიზნესის გვერდით: როგორ გახდა FINA 8,500-ზე მეტი კომპანიის ტექნოლოგიური პარტნიორი

სათაური: 15 წელი ბიზნესის გვერდით: როგორ გახდა FINA 8,500-ზე მეტი კომპანიის ტექნოლოგიური პარტნიორი
14.09.26 18:00
38

FINA 15 წლისაა!
ამ დროის განმავლობაში სტარტაპიდან 120-ზე მეტი პროფესიონალისგან შემდგარ მასშტაბურ გუნდამდე გაიზარდა FINA-ც, რომელიც დღეს 8,500-ზე მეტი ორგანიზაციის ყოველდღიური პროცესების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

FINA-ს ისტორია ვაჭრობის მოდულით დაიწყო, რომლის მთავარი დანიშნულებაც მცირე და საშუალო ობიექტებისთვის ოპერაციული საქმიანობის შემსუბუქება იყო. ბიზნესების განვითარებასთან ერთად FINA-ს პროდუქტებიც მუდმივად ფართოვდებოდა. დღეს კომპანიის პორტფელი 10-ზე მეტ მიმართულებას მოიცავს.

„ჩვენი მთავარი მისია პირველივე დღიდან ბიზნესპროცესების მაქსიმალური ეფექტურობა და გამარტივებაა. FINA უბრალოდ პროგრამა კი არა, ბიზნესის ზრდაზე მორგებული ინსტრუმენტია. ამ 15-წლიანი წარმატების უკან ჩვენი გუნდი დგას, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს პროდუქტის დახვეწაზე, და 8,500-ზე მეტი პარტნიორი, რომლებმაც საკუთარი საქმიანობა გვანდეს,“ - აცხადებენ FINA-ში.

ამ თარიღთან დაკავშირებით, FINA-ს პროგრამულ ლიცენზიაზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება 2026 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით!



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები