თბილისის მერია ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებს და ტერიტორიაზე მდებარე სამ ბენზინგასამართ სადგურს ადგილმონაცვლეობას სთავაზობს. ლაგუნა ვერეს ნაცვლად "ვისოლს" ტერიტორია ლისზე , "გალფს" და "ლუკოილს" კი გლდანში გადაეცემათ. რატომ მიიღო მერიამ გადაწყვეტილება დღეს, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო და, რას აპირებს მუნიციპალიტეტი ტერიტორიაზე საავტომობილო ნაკადების მოწესრიგების მიზნით?