ბიზნეს ასოციაცია წევრ კომპანიას მიმდინარე კვირასაც ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლების ფოკუსში ამჯერად კომპანია "ერისთავი ესთეითსი" იყო - ეს არის ბრენდი 15 წლიანი ისტორიით, რომელმაც საბროკერო კომპანია „რენტალსი"-სგან პრემიუმ სეგმენტის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულება გადაიბარა. თავად „რენტალსი" კი, ფოკუსირებული, მის პირველად მიზანზე, უძრავი ქონების გაქირავებაზე დარჩა. აღსანიშნავია ისიც, რომ ახლა ორივე კომპანია ერთი ჯგუფის მფლობელობასა და მმართველობაშია. რას სთავაზობს პრემიუმ სეგმენტზე ორიენტირებული კომპანიების ჯგუფი მომხმარებლებს და რა პროექტები ერთიანდება მათ პორტფელში?