მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წელი ბაზარზე და ახალი ეტაპი განვითარებაში - MAI ჯგუფი ავსტრიულმა GrECo-მ შეიძინა

BM.GE
04.11.22 11:12
491
უცხოური ინვესტიციით შექმნილი მაი ჯორჯია 15 წლის გზადა. კომპანია, რომელიც საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს, ევროპის ერთ-ერთი წამყვან სადაზღვევო საბროკერო ჯგუფს - MAI Central and Easter Europe-ს წარმოადგენს. ქართულ სადაზღვევო ბაზარზე მოღვაწეობის მანძილზე „მაი ჯორჯიას“ მიერ სადაზღვევო და გადამზღვევი კომპანიებისათვის მოზიდული სადაზღვევო პრემიის რაოდენობა 200 მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში გადასახადების სახით ორ მილიონ ლარზე მეტია გადახდილი. სულ ცოტა ხნის წინ MAI ჯგუფი ავსტრიულმა ჯგუფმა GrECo-მ შეიძინა და შესაბამისად ნოემბრიდან კომპანია ახალი სახელით განაგრძობს მოღვაწეობას. 

სტუმრები: ლევან ჯიშკარიანი - სადაზღვევო ბროკერი, მაი ჯორჯიას გენერალური დირექტორი;
ჯორჯ ვინტერი - GrECo International Holding AG-ის აღმასრულებელი დირექტორი;
ტონი ბანოვაჩი - GrECo International Holding AG-ის ოპერაციული დირექტორი;
ზვიად ვარდოსანიძე - GrECo Specialty GmbH-ის გენერალური დირექტორი.