სოციალურმა ქსელმა LinkedIn-მა აშშ-ში 15 ყველაზე სწრაფად მზარდი სამსახურის რეიტინგი შეადგინა. კომპანიამ შეისწავლა ის პოზიციები, რომლებიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა. სიაში ძირითადად ტექნიკური, საინჟინრო და მონაცემთა ანალიზის მიმართულებები და ისეთი სამუშაოები ლიდერობს, რომლებიც დაკავშირებულია მათემატიკასთან, მეცნიერებასა და პროგრამირებასთან.
გთავაზობთ 2020 წლის ყველაზე მზად სამსახურებს აშშ-ში:
-ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი
-რობოტიკის ინჟინერი
-მონაცემთა მეცნიერი
-ვებინჟინერი
-პროგრამული ინჟინერი
-მომხმარებელთა წარმატების სპეციალისტი
-გაყიდვების განვითარების სპეციალისტი
-მონაცემთა ინჟინერი
-ქცევითი ჯანმრთელობის სპეციალისტი
-კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
-ე.წ „ბექ-ენდ დეველოპერი“
-შემოსავლების ოფიცერი
-ე.წ „ქლაუდ ინჟინერი“
-JavaScript დეველოპერი
-პროდუქციის განთავსების სპეციალისტი