მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„150 მეგავატი სიმძლავრის ელექტრო სადგურებს ვქმნით“ – „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“

644245fc57e99
თინათინ ნატმელაძე
22.04.23 00:05
1810
100 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური და 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტრო სადგური - ეს არის „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ მიმდინარე პროექტები და როგორც ფონდის ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ მედიას განუცხადა, თითოეული მათგანის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტირებაა საჭირო.

„100 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტრო სადგური სამგორში აშენდება, ხოლო 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტრო სადგური სოფელ ნიგოზაში და ისიც ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორც გორის ქარის ელექტრო სადგური.

ამ პროექტების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ვთანამშრომლობთ, ასევე ჩვენს პარტნიორ „ჩალიკ ენერჯისთან“ ერთად ვმუშაობთ დანარჩენი თანხების მოძიების საკითხზეც.

საფინანსო ინსტიტუტების მონდომება, რომ ჩვენს დარგს და სექტორს განვითარებაში დაეხმარონ, ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჯაბა ხმალაძემ.

მისივე ცნობით, ამჟამად მთავრობასთან კონტრაქტის გაფორმების ეტაპზე არიან და როგორც კი კონტრაქტს ხელი მოეწერება, სამშენებლო ტენდერსაც გამოაცხადებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები