მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15:00-ისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია, I ტურში ამ დროს აქტივობა 31% იყო

5bfe884d20dde
BM.GE
28.11.18 16:08
1149
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 15:00-ის მდგომარეობით აქტივობის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. ცესკოს მონაცემებით, ხმა უკვე მისცა საქართველოს 1,363,493-მა მოქალაქემ, რაც ამომრჩეველთა 38.8%-ს შეადგენს. ეს 28 ოქტომბრის პირველ ტურთან შედარებით 277,763 ხმით მეტია.

ამომრჩეველთა ეს აქტივობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ აქტივობაზე მაღალია. 2016 წელს 15:00-საათისთვის აქტივობა 34.5% იყო, ხოლო 2012 წელის საპარლამენტო არჩევნებზე კი 15:00-ზე აქტივობა 45%-ს შეადგენდა.

ამომრჩეველთა სიაში სულ 3,513,729 მოქალაქე არის რეგისტრირებული. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები