მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

153 008 ლარი საჭიდაო მოედნის მშენებლობისთვის

5d542c386b5cd
BM.GE
14.08.19 19:42
523
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სოფელ გავაზში საჭიდაო მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს, რისთვისაც 153 008 ლარი დაიხარჯება.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი ხელშემწყობი გარემოება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სპორტის პოპულარიზაციისთვის.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშივე მრავალპროფილური სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს ახალსოფელში, რისთვისაც 1 687 973 ლარია გამოყოფილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები