მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15.5 ლიტრი ერთ ადამიანზე - საქართველო ალკოჰოლის მოხმარების გლობალურ ლიდერებს შორის

ალკოჰოლი

საქართველო ალკოჰოლის მოხმარების მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთ ლიდერ ქვეყნად რჩება. World Population Review-ის 2026 წლის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა მეორე ადგილზეა. ბოლო კვლევებით, ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში საშუალოდ 15.5 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის. საქართველოს მხოლოდ რუმინეთი უსწრებს, სადაც ეს მაჩვენებელი 17.1 ლიტრს შეადგენს.

რეიტინგი არ ითვლის ალკოჰოლური სასმელების ბოთლების რაოდენობას. ის აფასებს სუფთა ეთილის სპირტის მოცულობას, რომელიც სხვადასხვა ტიპის სასმელშია, მათ შორის ღვინოში, ლუდსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებში. შესაბამისად, მაჩვენებელი აჩვენებს, რამდენი ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის საშუალოდ ერთ ადამიანზე წლის განმავლობაში.

2026 წლის რეიტინგში საქართველოს შემდეგ არიან ლატვია 14.7 ლიტრით, მოლდოვა 14.1 ლიტრით და ჩეხეთი 13.7 ლიტრით. ყველაზე მაღალი მოხმარების მქონე ქვეყნების ჩამონათვალში ძირითადად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოები დომინირებენ.

საქართველოს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება რამდენიმე განვითარებული ქვეყნის მონაცემსაც. მაგალითად, აშშ-ში ერთ ადამიანზე წლიური მოხმარება 9.8 ლიტრია, იტალიაში 8.3 ლიტრი, ხოლო ჩინეთში 4.5 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები