მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16-17 თებერვალს მტკვარში წყლის დონე მოიმატებს - ორთაჭალჰესიდან რუსთავის მიმართულებით სამძებრო სამუშაოები იგეგმება

ძებნა შველა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, 16-17 თებერვალს თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით, მდინარე მტკვრის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

უწყების განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაცია უკავშირდება 31 იანვარს მდინარე მტკვარში გაუჩინარებული ადამიანის ძებნა-შველის ღონისძიებას.

სამძებრო სამუშაოების ეფექტურად ჩატარების მიზნით, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე. უწყება აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ აღნიშნული პროცესი მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ეტაპობრივ მატებას გამოიწვევს.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ღონისძიებაში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, პროცესში მონაწილეობას მიიღებენ მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.

უწყება მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების რეკომენდაციები და მითითებულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები