გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 იანვარს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება
შავი ზღვის ჩრდილო/დასავლეთიდან შემომავალი ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით.
საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მაღალ მთაში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი.
სოხუმი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°;
ბათუმი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +6°;
ქობულეთი: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°;
ქუთაისი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°
ზუგდიდი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +4°
ანაკლია: თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +5°
ოზურგეთი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +3°
ონი: თოვლი.. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +2°
გორი: მცირე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +1°;
ცხინვალი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით 0°;
თბილისი: უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: +4°;
მარნეული: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +3°;
რუსთავი: უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა: +4°;
ახალციხე: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -2°;
ბორჯომი: თოვლი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -1°;
ბაკურიანი: თოვლი, შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა: დღისით -3°;
სტეფანწმინდა: შესაძლებელია მცირე თოვლი და ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა: -4°.




























