მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 ივნისის ღონისძიებების ანონსი

ანონსი
15.06.26 20:00
59

16 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:

11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:

  • სტატისტიკური პუბლიკაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“ (სოფლის მეურნეობის დაზუსტებული მაჩვენებლები, 2025 წელი, ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია);

  • დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი (2026 წლის I კვარტალი);

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული პირების, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

13:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები