მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16 ივნისს, Black Sea Arena-ზე სეზონს ამერიკული ბენდი - Black Eyed Peas გახსნის

5cc810b976957
ლიკა გურაბანიძე
30.04.19 13:07
1478
16 ივნისს, Check in Georgia-ს ფარგლებში, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა” 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის - Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.

Black Sea Arena-ს ინფორმაციით, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის - Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, საღამოს 20:00 საათზე ვებგ-გვერდებზე - TKT.ge და Eventer.ge.

Black Sea Arena 10,000 მაყურებელზე გათვლილი დარბაზია. ის ბიძინა ივანიშვილმა $115 მილიონი დოლარის ინვესტიციით ააშენა და შემდგომ სახელმწიფოს გადასცა, რაც ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. 2017 წელს დარბაზმა საქმიანობა 6.4 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა.

მიმდინარე წელს პრემიერის გადაწყვეტილებით, BLACK SEA ARENA ეკონომიკის სამინისტროდან განათლების და კულტურის სამინისტროს მართვაში გადავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები