მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 მაისი ცელიაკიის საერთაშორისო დღეა

ცელიაკია
16.05.24 11:08
255

საქართველო ცელიაკიის საერთაშორისო დღეს წელს უკვე მეორედ უერთდება. სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ ქალაქებში მწვანე ან ლურჯ ფერში ნათდება ადგილობრივი ლენდმარკები.

წელს თბილისში მწვანედ განათდება დედაქალაქის ანძა და ბათუმში სტადიონი- ,,აჭარა ბეთ არენა.“ ბავშვების განწყობაზე იზრუნებს ,,ბასტი-ბუბუ“. მზიურის პარკში ჩატარდება ცელიაკიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ცელიაკია წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებით მიმდინარე ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც მარცვლეულ კულტურებში (ხორბალში, ჭვავსა და ქერში) არსებული ცილა გლუტენის მიმართ მგრძნობიარე პირებს უვლინდებათ. დაავადებას გენეტიკური განწყობა განსაზღვრავს. ცელიაკიის დიაგნოზი ევროპის ქვეყნების სტატისტიკით, პოპულაციის 1-2%-ს აქვს.

საქართველოს ცელიაკიის ეროვნული ასოციაცია 2023 წლის ნოემბრიდან ,,ევროპის ცელიაკიის საზოგადოებების ასოციაციის“ (AOECS) წევრია.

#ერთადჯანმრთელიმომავლისთვის

#together4coeliac

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები